წესები & პირობები

ზოგადი დებულებები
1.1    შპს „კავკასუს ონლაინი“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, საიდენტიფიკაციო ნომრით 211380833, შემდგომში „კავკასუს ონლაინი“) ადმინისტრირებას უწევს .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენს, აწარმოებს დომენური სახელების რეესტრს, ორგანიზებას უწევს დომენური სახელების რეგისტრაციას სადამფუძნებლო დოკუმენტების, წინამდებარე .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების (შემდგომში „დომენის რეგულაცია“ ან „რეგულაცია“), საქართველოს კანონმდებლობის, ICANN-სა და კავკასუს ონლაინს შორის გაფორმებული შეთანხმების და იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საზოგადოდ აღიარებულია მოცემულ სფეროში. ორაზროვნებისა და გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, წინამდებარე დომენის რეგულაციის საფუძველზე და მიხედვით, კავკასუს ონლაინი იტოვებს და განახორციელებს მხოლოდ ადმინისტრატორის უფლებამოსილებას, გარდა 5.3 პუნქტში მითითებული შემთხვევისა, ხოლო რეგისტრატორის უფლებამოსილებას განახორციელებენ მესამე პირები ადმინისტრატორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. კავკასუს ონლაინს ეკრძალება რეგისტრატორის ფუნქციების განხორციელება პირდაპირ ან შვილობილი კომპანიების მეშვეობით მანამ, სანამ იგი არის .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორი.
1.2    წინამდებარე დომენის რეგულაცია სრულად ანაცვლებს და აუქმებს 2015 წლის 1 ივნისს მიღებულ „GE დომენის რეგისტრაციის წესების და პირობები“-ს შესახებ დოკუმენტს, 2018 წლის 15 მარტს დამტკიცებულ „.GE დომენის რეგისტრაციის და ადმინისტრაციის წესებს“ (ვერსია 1.0), 2019 წლის 18 თებერვალს დამტკიცებულ „.GE დომენის რეგისტრაციის და ადმინისტრაციის წესებს“ (ვერსია 2.0).
1.3    წინამდებარე დომენის რეგულაცია ვრცელდება ყველა .GE-თი დაბოლოებულ დომენურ სახელზე, მათ შორის, 1.2. პუნქტში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრირებულ დომენურ სახელებზე.
1.4    დომენის რეგულაცია აწესრიგებს ადმინისტრატორს და რეგისტრატორებს, რეგისტრატორებსა და რეგისტრანტებს და ასევე ადმინისტრატორსა და რეგისტრანტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების, მათ შორის, უფლებების გამოყენების და ვალდებულებების შესრულების ნაწილში, სავალდებულო, არსებით პირობებს.
1.5    ადმინისტრატორსა და რეგისტრატორს შორის, აგრეთვე, რეგისტრატორსა და რეგისტრანტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში მხარეებს უფლება აქვთ განსაზღვრონ სხვა დამატებითი პირობები, რაც აკრძალული არ არის დომენის რეგულაციით. დომენური სახელებით არადისკრიმინაციული სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით წინამდებარე დომენის რეგულაციასა და რეგისტრატორის მიერ რეგისტრანტისთვის დაწესებულ ნებისმიერ პირობას შორის, ასევე, რეგისტრატორის ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას და დომენის რეგულაციას შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში წინამდებარე დომენის რეგულაციას ენიჭება უპირატესი იურიდიული ძალა.
1.6    რეგისტრატორების სია გამოქვეყნებულია ადმინისტრატორის შემდეგ ვებ-გვერდზე: www.nic.ge.
1.7    დომენის რეგულაციის მიზანია უზრუნველყოს დომენური სახელების სისტემის ხარისხიანი, უსაფრთხო და მდგრადი ფუნქციონირება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:
1.7.1    თვითრეგულირება და დამოუკიდებლობა: .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვასა და ადმინისტრირებას ადმინისტრატორი ახორციელებს ინტერნეტ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოებისაგან დამოუკიდებლად, აგრეთვე, დაინტერესებული პირების (stakeholders) რომელიმე ცალკეული ჯგუფის გავლენის გარეშე. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის დაინტერესებული პირები (stakeholders) განიმარტება დომენის რეგულაციის სფეროში არსებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
1.7.2    სტანდარტები და მომავალზე ორიენტირებულობა: დომენური სახელის სისტემისა და რეგისტრაციის მომსახურების მაღალი ხარისხის, დაცულობის, სტაბილურობისა და მდგრადობის რეგისტრატორებისა და ადმინისტრატორის მიერ უზრუნველყოფის მიზნით ადმინისტრატორი მიიღებს შესაბამის ზომებს. ადმინისტრატორი არ შეაფერხებს და უზრუნველყოფს დომენური სახელის სისტემის მოქნილობას, რათა ხელი არ შეეშალოს ამ სეგმენტში ბაზრისა და ტექნოლოგიურ განვითარების შედეგად სიახლეების დანერგვას.
1.7.3    კონკურენცია: ადმინისტრატორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებასა და რეგისტრანტთა არჩევანის მრავალფეროვნებას .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ბაზარზე.
1.7.4    გამჭვირვალობა: .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვისა და ადმინისტრირების პროცესში ადმინისტრატორი უზრუნველყოფს მის ხელთ არსებული სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას.
1.7.5    დაინტერესებული პირების (stakeholders) ჩართულობა: .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვისა და ადმინისტრირების პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისას, რომელიც აუარესებს რეგისტრატორების ან/და რეგისტრანტების მდგომარეობას, ადმინისტრატორი უზრუნველყოფს საქართველოს ინტერნეტ საზოგადოებაში არსებულ დაინტერესებულ პირთა (stakeholders) თანაბარ და დაბალანსებულ ჩართულობას.
1.7.6    უფლებების დაცვა: .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვისა და ადმინისტრირების პროცესში ადმინისტრატორი პრიორიტეტულად მიიჩნევს პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.
ტერმინთა განმარტება
2.16    „ადმინისტრატორი“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ადმინისტრირებას უწევს .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენს, უზრუნველყოფს დომენური სახელების რეესტრის ფუნქციონირებას, .GE ზედა დონის დომენის (TLD- Top Level Domain) სახელის სერვერების უსაფრთხო და სტაბილურ ფუნქციონირებას, .GE ზედა დონის დომენის (TLD) ზონის მონაცემების შესახებ რეგულარული განახლებების გენერირებას. .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორი არის კავკასუს ონლაინი.
2.26    „რეგისტრანტი“ - ნიშნავს პირს, რომლის სახელზეც არის დარეგისტრირებული დომენური სახელი.
2.36    „რეგისტრატორი“- ნიშნავს იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრატორის ხელშეკრულების შესაბამისად უწევს სარეგისტრაციო მომსახურებას რეგისტრანტებს.
2.46    „ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენი“ (ccTLD- country code Top Level Domain) - ნიშნავს .GE ქვეყნის კოდის აღმნიშვნელ ზედა დონის დომენს, რომელიც აღიარებულია საქართველოს მიერ.
2.56    „მეორე დონის დომენი“ (SLD – Second Level Domain) - ნიშნავს ნიშანს ან ნიშნების კომბინაციას, რომელიც მდებარეობს GE დაბოლოების მარცხენა მხარეს და მისგან გამოყოფილია წერტილით.
2.66    „დომენური სახელი“ - ნიშნავს იდენტიფიცირების ნიშანს და შედგება:
 (i)   .ge დაბოლოების დომენისგან და მის მარცხნივ მდებარე, წერტილით გამოყოფილი მეორე დონის დომენისგან (მაგალითად, [--].ge); ან
 (ii)   .ge დაბოლოების დომენისგან და მის მარცხნივ მდებარე, წერტილით გამოყოფილი ზოგადი დომენისგან (მაგალითად, [--].com.ge).
2.76    „ზოგადი დომენი“ (General Domain)- ნიშნავს .org.ge; .com.ge; .edu.ge; .school.ge; .pvt.ge; .net.ge; gov.ge დაბოლოების მქონე მეორე დონის დომენურ სახელებს, ასევე სხვა დამატებით მეორე დონის დომენურ სახელებს, რომელთაც ადმინისტრატორი განსაზღვრავს, როგორც ზოგად დომენს და დაამატებს ზოგადი დომენების ჩამონათვალში, იმ პირობით, რომ ასეთი დამატების მომენტისთვის შესაბამისი დომენური სახელი არ იქნება რომელიმე რეგისტრანტის სარგებლობაში.
2.86    „დომენური სახელების რეესტრი“- ნიშნავს რეესტრს, რომელიც მოიცავს ყველა დომენურ სახელს, რომელიც დარეგისტრირებულია ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ქვეშ.
2.96    „რეგისტრაცია“ - ნიშნავს, რეგისტრანტის მოთხოვნისა და შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე სარეგისტრაციო ჩანაწერის შექმნას დომენური სახელების რეესტრში, რომლის საფუძველზეც დომენური სახელი რეგისტრირდება რეგისტრანტის სახელზე.
2.106    „რეგისტრაციის პერიოდი“- აქვს დომენის რეგულაციის 5.4.1.5 პუნქტით განსაზღვრული მნიშვნელობა.
2.116    „სარეგისტრაციო მომსახურება“ - მოიცავს რეგისტრანტის განაცხადის შესაბამისად რეგისტრანტისთვის გაწეულ შემდეგ მომსახურებებს:
(i)დომენური სახელის რეგისტრაცია;
 (ii)  რეგისტრაციის განახლება;
 (iii)  რეგისტრაციის გაუქმება;
 (iv)  რეგისტრატორის ცვლილება;
 (v)  საკონტაქტო ინფორმაციის განახლება;
 (vi)  სახელის სერვერის ჩანაწერების ადმინისტრირება.
2.126    „ადმინისტრაციული საკონტაქტო პირი“ - ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელსაც უფლება აქვს რეგისტრანტის სახელით წარადგინოს დომენურ სახელთან დაკავშირებული განაცხადები, მიიღოს და გადააგზავნოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია დომენურ სახელებთან. ერთი და იგივე ფიზიკური პირი შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციული საკონტაქტო პირი, ტექნიკური საკონტაქტო პირი, ბილინგ საკონტაქტო პირი და რეგისტრანტი (იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრანტი ფიზიკური პირია). ადმინისტრაციულ საკონტაქტო პირს, იმ შემთხვევაში თუ ის იმავდროულად არ არის რეგისტრანტი ფიზიკური პირი, უფლება არ აქვს დელეგირება გაუკეთოს ამ დომენის რეგულაციით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
2.136    „ტექნიკური საკონტაქტო პირი“ - ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც რეგისტრანტის სახელით ამატებს, ცვლის ან შლის სახელის სერვერის ჩანაწერებს და ახორციელებს სხვა სახის ტექნიკურ სამუშაოებს რეგისტრანტისათვის. ერთი და იგივე ფიზიკური პირი შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციული საკონტაქტო პირი, ტექნიკური საკონტაქტო პირი, ბილინგ საკონტაქტო პირი და რეგისტრანტი (იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრანტი ფიზიკური პირია).
2.146    „ბილინგ საკონტაქტო პირი“- ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც რეგისტრანტის სახელით ახორციელებს დომენური სახელის სარეგისტრაციო საფასურისა და რეგისტრაციის განახლების საფასურის გადახდას რეგისტრატორთან, უფლებამოსილია რეგისტრანტის სახელით მიიღოს და გასცეს დომენურ სახელთან დაკავშირებული ინფორმაცია გადახდების შესახებ. ერთი და იგივე ფიზიკური პირი შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციული საკონტაქტო პირი, ტექნიკური საკონტაქტო პირი, ბილინგ საკონტაქტო პირი და რეგისტრანტი (იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრანტი ფიზიკური პირია).
2.156    „სახელის სერვერი“ - ნიშნავს კომპიუტერს, რომელიც იმახსოვრებს და აგზავნის დომენურ სახელთან და შესაბამის IP მისამართებთან დაკავშირებულ შეტყობინებებს საყოველთაოდ გამოყენებულ მონაცემთა კომუნიკაციის ქსელში.
2.166    „ავტორიზაციის კოდი“ - ნიშნავს დომენური სახელის რეგისტრატორის ცვლილების პროცედურისთვის საჭირო კოდს, რომელიც აიდენტიფიცირებს კონკრეტული დომენური სახელის მფლობელ რეგისტრანტს.
2.176    „შეჩერება“ - ნიშნავს, რომ დომენურ სახელსა და მინიჭებულ სახელის სერვერს შორის ურთიერთობა დროებით შეწყვეტილია, რეგისტრანტს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა განახორციელოს: რეგისტრატორის ცვლილება, დომენური სახელის გადაცემა, საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, დომენური სახელის გაუქმება, სახელის სერვერის ჩანაწერებში ცვლილების შეტანა.
2.186    „ცვლილების განხორციელების შეზღუდვა“ (Lock)- ნიშნავს, რომ რეგისტრანტს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა დომენურ სახელთან მიმართებით განახორციელოს ცვლილება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეზღუდვა შესაძლოა მოიცავდეს: რეგისტრატორის ცვლილების, დომენური სახელის გადაცემის, საკონტაქტო ინფორმაციის განახლების, დომენური სახელის გაუქმების, სახელის სერვერის ჩანაწერებში ცვლილების შეტანის შეზღუდვას. თუმცა, რეგისტრანს არ ეზღუდება დომენური სახელის რეგისტრაციის განახლება და ასევე არ იზღუდება დომენური სახელის და მის ქვეშ მოქმედი ვებ-გვერდის, ელექტრონული ფოსტის ფუნქციონირება.
2.196    „გაუქმება“- ნიშნავს დომენური სახელის და მასთან დაკავშირებული მონაცემების წაშლას დომენური სახელების რეესტრიდან.
2.206    „რეგისტრატორის ხელშეკრულება“ - ნიშნავს სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ ადმინისტრატორსა და რეგისტრატორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.
2.216    „საქართველოს კანონმდებლობა“ - ნიშნავს საქართველოს მოქმედ ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ადგენენ უფლებებსა და მოვალეობებს ადმინისტრატორისთვის ასევე რეგისტრატორისა და რეგისტრანტისათვის.
2.226    „დავების მოგვარების პოლიტიკა“- ნიშნავს „.GE დომენურ სახელებთან დაკავშირებულ დავების მოგვარების პოლიტიკას“, რომელიც დამტკიცებულია კავკასუს ონლაინის მიერ 2018 წლის 16 აპრილს და რომელიც წარმოადგენს ამ დომენის რეგულაციის განუყოფელ ნაწილს. ძალაში მყოფი დავების მოგვარების პოლიტიკა ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://nic.ge/Service/Rules.
2.236    „ASCII“- ნიშნავს ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ამერიკულ სტანდარტულ კოდს.
2.246    „EPP პროტოკოლი“ (Extensible Provisioning Protocol) - ნიშნავს ინფორმაციის მიწოდების გაფართოებად პროტოკოლს, რომელიც განკუთვნილია რეგისტრატორების და ადმინისტრატორის მიერ ინტერნეტ სივრცეში დომენური სახელის ადმინისტრირებისთვის (რეგისტრაციის, რეგისტრაციის განახლების, ცვლილების, წაშლის, გადაცემის) ან/და სხვა ელემენტებისათვის.
2.256    „ICANN“ (Internet Corporation for Assigned Names and Numbers) - ნიშნავს მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციას.
2.266    „IP მისამართები“ - ნიშნავს რიცხვთა კომბინაციას, რომელიც ერთდროულად აიდენტიფიცირებს კომპიუტერს (ან სხვა ქსელურ მოწყობილობას, რომელიც იყენებს ინტერნეტ პროტოკოლს) საყოველთაოდ გამოყენებულ მონაცემთა კომუნიკაციის ქსელში.
2.276    „PEN ტესტი“ - ნიშნავს ინფორმაციული სისტემის შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტს, რომლის დროსაც ხორციელდება ავტორიზებული სიმულაციური კიბერ თავდასხმა კომპიუტერულ სისტემებზე, ვებ-გვერდებზე, ქსელურ ინფრასტრუქტურაზე, ასეთი სისტემის უსაფრთხოების შეფასების მიზნით.
2.286    „WHOIS მომსახურება“- ნიშნავს მომსახურებას, რომლის შუამავლობითაც დომენური სახელების და რეგისტრანტების შესახებ ინფორმაცია გადაიცემა მონაცემთა საჯარო კომუნიკაციის ქსელში.
2.296    „WIPO“- ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას.
დომენური სახელის რეგისტრაცია
3.1   განაცხადის შეტანის პირობები
3.1.1 დომენური სახელის დასარეგისტრირებლად რეგისტრატორის მეშვეობით ასეთი რეგისტრატორის ვებ-გვერდის გამოყენებით ელექტრონული განაცხადი შეუძლია წარადგინოს ადმინისტრატორთან ნებისმიერმა საჯარო (საქართველოს სახელმწიფო ორგანომ) თუ კერძო პირმა (როგორც რეზიდენტმა, ისე არარეზიდენტმა ქმედუნარიანმა ფიზიკურმა ან/და იურიდიულმა პირმა), რომლის იდენტობა დადგენადია და რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს წინამდებარე რეგულაციით განსაზღვრულ საჭირო დოკუმენტაციას და ინფორმაციას. თითო რეგისტრანტზე გასაცემი დომენური სახელების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
3.1.2   დომენური სახელების რეგისტრაციას ადმინისტრატორი რეგისტრატორის შუამავლობით ახორციელებს რეგისტრანტის ელექტრონული განაცხადის საფუძველზე იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც ასეთი ელექტრონული განაცხადები წარდგენილია ადმინისტრატორისთვის რეგისტრატორის მიერ.
3.1.3   დომენური სახელი რეგისტრირებულად ითვლება რეგისტრანტის მიერ განაცხადის წარდგენის და 4.1.4 პუნქტის შესაბამისად რეგისტრაციის საფასურის გადახდის მომენტიდან, გარდა ამავე პუნქტის შესაბამისად საჯარო პირებისთვის (საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისთვის), საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. რეგისტრატორი ვალდებულია დომენური სახელის დასარეგისტრირებლად რეგისტრანტის განაცხადის განხილვის და ადმინისტრატორისთვის წარდგენის პროცესში იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპით: იმ რეგისტრანტს, რომელმაც პირველად წარადგინა განაცხადი რეგისტრატორთან დომენური სახელის დასარეგისტრირებლად და გადაიხადა სარეგისტრაციო საფასური ენიჭება უპირატესობა სხვა განაცხადებთან მიმართებაში (first-come, first-served).
3.2   დომენური სახელის დასარეგისტრირებლად აუცილებელი მოთხოვნები

3.2.1   დომენური სახელის მოთხოვნები:
 (i)  დომენური სახელი შესაძლოა შეიცავდეს ციფრებს (0-9), დეფისებს, ლათინურ ასოებს ან/და მათ კომბინაციას;
 (ii)  დიდი და პატარა ასო დომენურ სახელში არ განსხვავდება ერთმანეთისგან;
 (iii)  დომენურ სახელი არ უნდა იწყებოდეს ან ბოლოვდებოდეს დეფისით;
 (iv)  დომენური სახელის მინიმალური სიმბოლოების რაოდენობა არის 2 (ორი), ხოლო მაქსიმალური - 63 (სამოცდასამი).
3.2.2   იმ სიმბოლოების იდენტიფიცირების ნიშნები, რომლებიც არ შეესაბამება ASCII-ს სტანდარტს, არ რეგისტრირდება, როგორც დომენური სახელი.
3.2.3   დომენური სახელი არ დარეგისტრირდება, თუ ის იდენტურია დომენის რეგულაციის შესაბამისად უკვე რეგისტრირებული დომენური სახელისა.
3.2.4   რეგისტრატორი უფლებამოსილია რეგისტრაციის შემდგომ 30 (ოცდაათი) დღის ვადაში გააუქმოს ისეთი დომენური სახელის რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა ან/და ზნეობის აღიარებულ ნორმებს. რეგისტრატორი უფლებამოსილია თავის ვებ-გვერდზე წინასწარ გამოაქვეყნოს ისეთი დომენური სახელების სია, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა ან/და ზნეობის აღიარებულ ნორმებს და რომელ დომენურ სახელებზეც რეგისტრატორი არ დააკმაყოფილებს სარეგისტრაციო განაცხადს.
3.2.5   გარკვეული დომენური სახელები არის რეზერვირებული, რომელთა რეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრატორის მიერ სპეციალურად განსაზღვრული პირობებით. რეზერვირებული დომენური სახელების სია და მათი რეგისტრაციის სპეციალური პირობები გამოქვეყნებულია ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე.
3.3   ზოგადი დომენები

3.3.1   ზოგადი დომენის ზონაში შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი დაბოლოების მქონე დომენური სახელები, იქვე მითითებული შესაბამისი პირობების დაცვით:
 (i)  .com.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის სახელზე;
 (ii)  .edu.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელზე;
 (iii)  .org.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციების სახელზე;
 (iv)  .net.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ორგანიზაციებზე, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან მათი საქმიანობა დაკავშირებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროსთან;
 (v)  .pvt.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ კერძო პირების სახელზე.
 (vi)  .school.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სახელზე;
 (vii)   .gov.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ან დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო დაწესებულების, რელიგიური, პოლიტიკური გაერთიანების, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) და ასეთი დომენური სახელის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სმართ ლოჯიქი“ ადმინისტრატორსა და სსიპ „სმართ ლოჯიქს“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე.
3.3.2   ზოგადი დომენური სახელების რეგისტრაციაზე ვრცელდება წინამდებარე რეგულაციის 3.2 პუნქტით დადგენილი დომენური სახელის დასარეგისტრირებლად აუცილებელი მოთხოვნები.
3.3.3   ზოგადი დომენის რეგისტრანტმა რეგისტრატორს ელექტრონული ფორმით უნდა წარუდგინოს შესაბამისი დაბოლოების ზოგადი დომენური სახელისთვის წინამდებარე მუხლის 3.3.1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრანტისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები
4.1.1   რეგისტრანტი ვალდებულია დომენური სახელის ელექტრონულ სარეგისტრაციო განაცხადში მიუთითოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
 (i)  დომენური სახელი, რომლის რეგისტრაციაცაა მოთხოვნილი;
 (ii)  რეგისტრანტის სრული სახელი (იურიდიული პირის შემთხვევაში იურიდიული პირის სახელი), საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ რეგისტრირებული და ფაქტობრივი მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა);
 (iii)  ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის სრული სახელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ რეგისტრირებული და ფაქტობრივი მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა);
 (iv)  ტექნიკური საკონტაქტო პირის სრული სახელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ რეგისტრირებული და ფაქტობრივი მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა).
4.1.2   რეგისტრატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს რეგისტრანტს სარეგისტრაციო განაცხადში ასევე მიუთითოს ბილინგ საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია: სრული სახელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ რეგისტრირებული და ფაქტობრივი მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა).
4.1.3   რეგისტრანტი უფლებამოსილი დომენური სახელის სარეგისტრაციო განაცხადში მიუთითოს სახელის სერვერები, რომლებიც მოემსახურება დომენურ სახელს.
4.1.4   რეგისტრანტი ვალდებულია გადაიხადოს დომენური სახელის რეგისტრაციის საფასური ელექტრონული სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა თუ რეგისტრანტი არის საჯარო პირი (საქართველოს სახელმწიფო ორგანო), საბიუჯეტო ორგანიზაცია.
4.1.5   რეგისტრანტის, ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის ვინაობის დადგენის მიზნისთვის ადმინისტრატორი/რეგისტრატორი უფლებამოსილია დამატებით მოსთხოვოს რეგისტრატორს, ხოლო რეგისტრატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს რეგისტრანტს რეგისტრანტის, ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
 (i)  ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადი ნომერი, ქვეყანა, რომელმაც გასცა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში - დაბადების თარიღი და ქვეყანა, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
 (ii)  იურიდიული პირის შემთხვევაში - საიდენტიფიკაციო ნომერი, ქვეყანა, სადაც რეგისტრირებულია, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
როგორც რეგისტრატორის, ისე რეგისტრანტის მიერ არასრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში ადმინისტრატორი იტოვებს უფლებას დამატებით მოსთხოვოს რეგისტრატორს შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა. ინფორმაციის 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრატორი უფლებამოსილია შეაჩეროს დომენური სახელის ფუნქციონირება.
4.1.6   დომენური სახელის რეგისტრაციისას, როგორც ეს მითითებულია 5.4.1 პუნქტში, რეგისტრანტი ვალდებულებას იღებს ადმინისტრატორის და რეგისტრატორის წინაშე კეთილსინდისიერად შეასრულოს დომენის რეგულაციის პირობები, თანხმობას აცხადებს, ადასტურებს და გარანტიას იძლევა რომ:
 (i)  რეგისტრანტის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაცია არის სწორი;
 (ii)  რეგისტრანტი უფლებამოსილია გამოიყენოს განაცხადში მითითებული დომენური სახელი;
 (iii)  დომენური სახელის რეგისტრაცია და გამოყენება, რამდენადაც ეს რეგისტრანტისთვის ცნობილია, არ არღვევს და არ დაარღვევს რაიმე იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე აქტს, ან მესამე პირთა უფლებებს;
 (iv)  ადმინისტრატორი და რეგისტრატორი უფლებამოსილნი არიან დაამუშაონ რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა და დომენის რეგულაციის VIII მუხლში მოცემული პროცედურისა და მიზნების შესაბამისად;
 (v)  რეგისტრანტი 11.1 და 11.2 პუნქტების შესაბამისად ეთანხმება დავების მოგვარების პოლიტიკას, „წესებს“ და „დამატებით რეგულაციას“ (როგორც ეს განმარტებულია დავების მოგვარების პოლიტიკაში), რომლებიც ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://nic.ge/Service/Rules
4.1.7   რეგისტრანტის 5.4.1.1 პუნქტში მითითებული ელექტრონული განაცხადი შესაძლოა ჩანაცვლდეს სასამართლოს ან დავის ალტერნატიული განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილებით ან/და შესაბამისი სააღსრულებო ფურცლით.
4.1.8   რეგისტრანტი ვალდებულია დაიცვას რეგისტრატორი და ადმინისტრატორი ნებისმიერი სახის ზიანისგან და აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი (მათ შორის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის დავების ფარგლებში გაწეული ხარჯები) ან/და მიყენებული ზიანი, რომელიც ნებისმიერ დროს წარმოიშვება რეგისტრანტის მიერ დომენური სახელის არამართლზომიერი გამოყენებით, მათ შორის, ასეთი გამოყენების შედეგად მესამე პირთა უფლებების დარღვევისგან.
4.1.9   საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ვალდებულების არსებობის შემთხვევაში რეგისტრატორი ან/და ადმინისტრატორი იტოვებს უფლებას რეგისტრანტის მიერ საქართველოს კანონდებლობით დადგენილი მოთხოვნების, მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის N 3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით” დადგენილი მოთხოვნების, უგულებელყოფის შემთხვევაში ამავე კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი წესით შეაჩეროს დომენური სახელის რეგისტრაცია.

სარეგისტრაციო მომსახურება
5.1   რეგისტრატორის მიერ რეგისტრანტისთვის სარეგისტრაციო მომსახურების გაწევა ხორციელდება წერილობითი (ელექტრონული) ხელშეკრულების საფუძველზე. დომენის რეგულაცია წარმოადგენს რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
5.2   იმ შემთხვევაში თუ რეგისტრატორსა და ადმინისტრატორს შორის გაფორმებული რეგისტრატორის ხელშეკრულება შეწყდება, ადმინისტრატორი შეწყვეტის თარიღამდე 1 (ერთი) თვით ადრე აცნობებს ასეთ რეგისტრატორთან რეგისტრირებულ რეგისტრანტებს ამის შესახებ. რეგისტრანტი ვალდებულია ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში შეცვალოს რეგისტრატორი, როგორც ეს აღწერილია 5.4.6 პუნქტში.
5.3   იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია 5.2 პუნქტში მითითებული ვადების დაცვა და რეგისტრატორსა და ადმინისტრატორს შორის გაფორმებული რეგისტრატორის ხელშეკრულება შეწყდება დაუყოვნებლივ, ადმინისტრატორი უფლებამოსილია ასეთი რეგისტრატორის ნაცვლად, დროებით მანამ, სანამ რეგისტრანტი არ განახორციელებს რეგისტრატორის ცვლილებას, გაუწიოს ასეთ რეგისტრატორთან რეგისტრირებულ რეგისტრანტებს სარეგისტრაციო მომსახურება მათთვის რაიმე ფინანსური ვალდებულების დაკისრების გარეშე და უზრუნველყოს რეგისტრანტისთვის რეგისტრატორის ცვლილების პროცედურა.
5.4   რეგისტრატორი ახორციელებს სარეგისტრაციო მომსახურების გაწევას შემდეგნაირად:
5.4.1   დომენური სახელის რეგისტრაცია

5.4.1.1    რეგისტრატორის მეშვეობით ადმინისტრატორი ელექტრონული სახით იღებს დომენური სახელის რეგისტრაციის განაცხადს.
5.4.1.2   ადმინისტრატორი უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს სარეგისტრაციო განაცხადი შემდეგი მიზეზის გამო: ა) სარეგისტრაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს დომენის რეგულაციით დადგენილ მოთხოვნებს; ან ბ) რეგისტრატორის ხელშეკრულების შესაბამისად დომენური სახელის რეგისტრატორს შეჩერებული აქვს სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის უფლებამოსილება.
5.4.1.3   3.1.3 პუნქტის შესაბამისად დომენური სახელის რეგისტრაციის შემდგომ ასეთი დომენური სახელი ითვლება დაკავებულად და რეგისტრატორი ან/და ადმინისტრატორი არ არის უფლებამოსილი მიიღოს სარეგისტრაციო განაცხადი ან/და დააკმაყოფილოს ასეთი განაცხადი იმავე დომენურ სახელზე. დომენური სახელის აქტივაცია ხორციელდება რეგისტრანტის მიერ სახელის სერვერის ჩანაწერების რეგისტრატორისთვის წარდგენის მომენტიდან.
5.4.1.4   დომენური სახელის რეგისტრაციისთანავე, დომენური სახელის რეგისტრაციის მომენტიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში დომენურ სახელზე მოქმედებს შემდეგი ცვლილების განხორციელების შეზღუდვა: დომენური სახელის გაუქმება, დომენური სახელის გადაცემა, რეგისტრანტის და ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილება.
5.4.1.5   დომენური სახელი შესაძლებელია დარეგისტრირდეს მინიმუმ 1 (ერთი) და მაქსიმუმ 5 (ხუთი) წლიანი პერიოდით, იგივე ვადით განახლების პირობით („რეგისტრაციის პერიოდი“).
5.4.2   რეგისტრაციის განახლება

5.4.2.1    რეგისტრანტი უფლებამოსილია მოითხოვოს დომენური სახელის რეგისტრაციის განახლება შემდგომი რეგისტრაციის პერიოდით იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრანტი წინასწარ გადაიხდის რეგისტრაციის განახლების საფასურს, ასეთი რეგისტრაციის განახლების საფასური მოცემული უნდა იყოს რეგისტრატორსა და რეგისტრანტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
5.4.2.2   რეგისტრატორის მიერ რეგისტრანტისთვის დაწესებული რეგისტრაციის განახლების საფასური ისეთი დომენური სახელებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულია 2018 წლის 16 აპრილამდე , არ უნდა აღემატებოდეს რეგისტრანტის მიერ დომენური სახელის პირველადი რეგისტრაციის დროს გადახდილ სარეგისტრაციო საფასურის ოდენობას გარდა 9.7 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა.
5.4.2.3   რეგისტრატორი ვალდებულია დომენური სახელის რეგისტრაციის განახლების შემთხვევაში გაუწიოს რეგისტრანტს სარეგისტრაციო მომსახურება იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით ვიდრე უწევდა პირველადი რეგისტრაციის პერიოდის განმავლობაში.
5.4.2.4   იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრანტი რეგისტრატორის მეშვეობით არ განაახლებს დომენური სახელის რეგისტრაციას დომენური სახელის რეგისტრაცია შეჩერდება რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. აღნიშნული 30 (ოცდაათი) დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ადმინისტრატორი ვალდებულია გააუქმოს დომენური სახელის რეგისტრაცია და წაშალოს დომენურ სახელთან დაკავშირებული მონაცემები დომენური სახელების რეესტრიდან.

5.4.3    საკონტაქტო ინფორმაციის განახლება

5.4.3.1    რეგისტრანტის მიერ სისტემაში წინამდებარე 4.1.1 პუნქტის (i)- (iv) ქვე-პუნქტებში და 4.1.2 პუნქტში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოცემული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, რეგისტრატორი ვალდებულია გაუგზავნოს რეგისტრანტს ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინება ცვლილების მოთხოვნის მიღების შესახებ და განუსაზღვროს 7 (შვიდი) დღე ასეთი მოთხოვნის დასადასტურებლად.
5.4.3.2   რეგისტრანტის მიერ დადასტურების შემთხვევაში რეგისტრატორს შეაქვს ცვლილება სარეგისტრაციო მონაცემებში და უგზავნის სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შესახებ შეტყობინებას ადმინისტრატორს.
5.4.3.3   რეგისტრანტის ან/და ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში ასეთი ცვლილების განხორციელების მომენტიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში დომენურ სახელზე მოქმედებს შემდეგი ცვლილების განხორციელების შეზღუდვა: დომენური სახელის გაუქმება, დომენური სახელის გადაცემა, რეგისტრანტის და ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის ინფორმაციის ცვლილება.
5.4.4   ცვლილებები სახელის სერვერის ჩანაწერებში

5.4.4.1    რეგისტრატორი უფლებას აძლევს რეგისტრანტს, ადმინისტრაციულ საკონტაქტო პირს, ან ტექნიკურ საკონტაქტო პირს დომენურ სახელთან დაკავშირებულ სახელის სერვერის ჩანაწერებში შეიტანოს დამატება, ცვლილება ან წაშალოს ასეთი ჩანაწერები, ან თავად რეგისტრატორმა შეასრულოს აღიშნული ოპერაციები ჩამოთვლილი პირების წერილობითი თხოვნის შემთხვევაში.
5.4.4.2   რეგისტრატორი უფლებამოსილია დომენურ სახელთან დაკავშირებულ სახელის სერვერის ჩანაწერებში დამოუკიდებლად შეიტანოს ცვლილება ან წაშალოს ან/და მოითხოვოს იგივე რეგისტრანტისგან, ადმინისტრაციული საკონტაქტო პირისგან, ტექნიკური საკონტაქტო პირისგან იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ჩანაწერები აფერხებს ან შესაძლოა გამოიწვიოს დომენური სახელის სიტემის ფუნქციონირების შეფერხება, ან თუ ასეთი აუცილებელია დომენური სახელის რეგისტრაციის გაუქმებისთვის.
5.4.5   დომენური სახელის გადაცემა

5.4.5.1   დომენური სახელის გადაცემისას რეგისტრანტი, რომელიც გადასცემს დომენურ სახელს, უნდა შეიცვალოს მიმღები (ახალი) რეგისტრანტით.
5.4.5.2   ადმინისტრატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს რეგისტრატორს, ხოლო რეგისტრატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს გადამცემ რეგისტრანტს და მიმღებ რეგისტრანტს დასტური წერილობითი, ან ელექტრონული ფორმით, რომელი დასტურითაც აშკარაა მიმღები რეგისტრანტის ნება, რომ დომენური სახელი დარეგისტრირდეს მის სახელზე და ასევე გადამცემი რეგისტრანტის ნება, რომ გადასცეს დომენური სახელი მიმღებ რეგისტრანტს.
5.4.5.3   ადმინისტრატორი უფლებამოსილია უარი უთხრას რეგისტრატორს, ასევე, რეგისტრატორი უფლებამოსილია უარი უთხრას რეგისტრანტს დომენური სახელის გადაცემაზე, ასეთ დომენურ სახელთან დაკავშირებით სასამართლოში ან დავის ალტერნატიულ განმხილველ ორგანოში, მათ შორის, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრში მიმდინარე დავის დასრულებამდე.
5.4.5.4   დომენური სახელის გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლოს ან დავის ალტერნატიული განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების ან/და შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
5.4.5.5   დომენური სახელის გადაცემის შემთხვევაში, გადაცემის მომენტიდან ავტომატურ რეჟიმში 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში დომენურ სახელზე მოქმედებს შემდეგი ცვლილების განხორციელების შეზღუდვა: დომენური სახელის გაუქმება, დომენური სახელის გადაცემა, რეგისტრანტის და ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილება.
5.4.6   რეგისტრატორის ცვლილება

5.4.6.1   რეგისტრანტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს რეგისტრატორი. ადმინისტრატორი/რეგისტრატორი ვალდებულია უარი უთხრას რეგისტრანტს რეგისტრატორის ცვლილებაზე იმ შემთხვევაში, თუ დომენურ სახელზე მოქმედებს ცვლილების განხორციელების შეზღუდვის ფუნქცია, ასეთი ცვლილების განხორციელების შეზღუდვის გაუქმებამდე.
5.4.6.2   რეგისტრანტი არსებულ რეგისტრატორის სისტემაში ელექტრონულად ითხოვს ავტორიზაციის კოდს. რეგისტრატორი აგენერირებს და უგზავნის ავტორიზაციის კოდს რეგისტრანტს და ასევე ადმინისტრატორს. რეგისტრატორი უფლებამოსილია განსაზღვროს რეგისტრანტის მიერ რეგისტრატორის ცვლილების დადასტურების და ავტორიზაციის კოდის მიღების პროცედურა და მეთოდები. რეგისტრანტი უფლებამოსილია გამოიყენოს მიღებული ავტორიზაციის კოდი 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. ასეთი 30 (ოცდაათი) დღიანი ვადის გასვლის შემდეგ რეგისტრანტმა განმეორებით უნდა მოითხოვოს რეგისტრატორისგან ავტორიზაციის კოდი.
5.4.6.3   რეგისტრანტი ახალი რეგისტრატორის სისტემაში აგენერირებს რეგისტრატორის ცვლილების მოთხოვნას და ახალი რეგისტრატორის მოთხოვნის შესაბამისად გადასცემს მიღებულ ავტორიზაციის კოდს ახალ რეგისტრატორს.
5.4.6.4   ახალი რეგისტრატორი გადასცემს ავტორიზაციის კოდს და რეგისტრატორის ცვლილების შესახებ მოთხოვნას ადმინისტრატორს, რომელიც ავტორიზაციის კოდის სისწორის დადგენის შემდეგ ასრულებს რეგისტრატორის ცვლილების პროცედურას და შეაქვს რეგისტრატორის ცვლილების შესახებ ჩანაწერი დომენური სახელების რეესტრში.
5.4.6.5   მხოლოდ ახალ რეგისტრატორს აქვს უფლება მოითხოვოს საფასური რეგისტრანტისგან რეგისტრატორის შეცვლასთან დაკავშირებით.
5.4.6.6   რეგისტრატორის ცვლილების შემთხვევაში რეგისტრანტი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს არსებულ რეგისტრატორთან წინასწარ გადახდილი რეგისტრაციის საფასურის რაიმე ნაწილის უკან დაბრუნება. ასეთი საფასური ჩაითვლება არსებული რეგისტრატორისთვის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის პირგასამტეხლოს სახით გადასახდელ თანხად.
5.4.6.7   იმ შემთხვევაში, თუ ახალი რეგისტრატორი ითხოვს რეგისტრანტისგან სარეგისტრაციო საფასურის გადახდას, აღნიშნული სარეგისტრაციო საფასური ჩაითვლება მომდევნო რეგისტრაციის პერიოდისთვის გადახდილ საფასურად.

5.4.7    რეგისტრანტის მიერ რეგისტრაციის გაუქმება
5.4.7.1   დომენური სახელის რეგისტრაციის გასაუქმებლად რეგისტრანტი ელექტრონული ფორმით უგზავნის განაცხადს რეგისტრატორს. რეგისტრანტის განაცხადის მიღებისთანავე, რეგისტრატორმა უნდა გაუგზავნოს რეგისტრანტს ელექტრონული ფოსტის მისამართზე დომენური სახელის რეგისტრაციის გაუქმების წერილი დასადასტურებლად. შეტყობინების დადასტურებისთანავე რეგისტრატორი უგზავნის დომენური სახელის გაუქმების მოთხოვნას ადმინისტრატორს.
5.4.7.2   ადმინისტრატორი უფლებამოსილია არ დაადასტუროს რეგისტრატორის მოთხოვნა, ასევე, რეგისტრატორი უფლებამოსილია უარი უთხრას რეგისტრანტს დომენური სახელის რეგისტრაციის გაუქმებაზე, ასეთ დომენურ სახელთან დაკავშირებით სასამართლოში ან დავის ალტერნატიულ განმხილველ ორგანოში, მათ შორის, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრში მიმდინარე დავის დასრულებამდე.

 
 
დომენური სახელის დაურეგისტრირებლობა, რეგისტრაციის შეჩერება, გაუქმება და წაშლა
6.1   ადმინისტრატორი ან/და რეგისტრატორი, უფლებამოსილია შეაჩეროს დომენური სახელის რეგისტრაცია არსებითი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, შემდეგი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში:
6.1.1   არ დგინდება რეგისტრანტის ან რეგისტრანტის წარმომადგენლის ვინაობა დომენის რეგულაციის შესაბამისად;
6.1.2   დომენური სახელის ზოგადი დომენის ზონაში რეგისტრაციის პირობები არ არის შესრულებული;
6.1.3   რეგისტრანტმა დაარღვია დომენის რეგულაცია ან/და მარეგულირებელი კანონმდებლობა და არ აღმოუფხვრია ასეთი დარღვევა ადმინისტრატორისგან ან/და რეგისტრატორისგან რეგისტრანტისთვის, ადმინისტრაციული საკონტაქტო პირისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში;
6.1.4   დომენური სახელი არის რეზერვირებული ან დაკავებული;
6.1.5   4.1.9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
6.1.6   რეგისტრანტმა, რომელსაც დომენური სახელი რეგისტრირებული აქვს 2018 წლის 16 აპრილამდე კავკასუს ონლაინთან, არ განახორციელა რეგისტრატორის ცვლილება ამ რეგულაციის შესაბამისად 2019 წლის 16 აპრილამდე.
6.2   ადმინისტრატორი ან/და რეგისტრატორი დაუყოვნებლივ გააუქმებს დომენური სახელის შეჩერების პროცესს სათანადო მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ.
6.3   ადმინისტრატორი/რეგისტრატორი ვალდებულია გამოიყენოს დომენურ სახელზე ცვლილების განხორციელების შეზღუდვის ფუნქცია:
6.3.1   5.4.1.4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დომენური სახელის რეგისტრაციისას;
6.3.2   5.4.3.3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეგისტრანტი განახორციელებს რეგისტრანტის ან/და ადმინისტრაციული საკონტაქტი პირის შესახებ ინფორმაციის ცვლილებას;
6.3.3   5.4.5.5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეგისტრანტი განახორციელებს დომენური სახელის გადაცემას;
6.3.4   დომენურ სახელთან დაკავშირებით სასამართლოში, ან დავის ალტერნატიულ განმხილველ ორგანოში, მათ შორის, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრში დავის მიმდინარეობისას, თუ შესაბამისი მოთხოვნა გადაგზავნილია ადმინისტრატორისთვის/რეგისტრატორისთვის სასამართლოს ან დავის ალტერნატიული განმხილველი ორგანოს მიერ, მათ შორის, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის მიერ.
6.4   რეგისტრანტი უფლებამოსილია რეგისტრატორის მეშვეობით მოითხოვოს დომენურ სახელზე ცვლილების განხორციელების შეზღუდვის ფუნქციის ვადაზე ადრე გაუქმება გარდა 6.3.5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ცვლილების განხორციელების შეზღუდვისა.
6.5   ადმინისტრატორი ან/და რეგისტრატორი ვალდებულია გააუქმოს დომენური სახელის რეგისტრაცია:
6.5.1    შეჩერებიდან 30 (ოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრება მითითებულ ვადაში გარდა წინამდებარე რეგულაციის 4.1.9, 6.1.7 და 6.1.8 პუნქტებში მითითებული საფუძვლით რეგისტრაციის შეჩერებისა;
6.5.2   კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი სასამართლო ან დავის ალტერნატიული განმხილველი ორგანოს, მათ შორის, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
6.6   რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დომენური სახელის რეგისტრანტს დომენური სახელის შეჩერების შესახებ, შეჩერების გაუქმების, ცვლილების განხორციელების შეზღუდვის და ასეთი ცვლილების განხორციელების შეზღუდვის გაუქმების, რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

რეგისტრატორის და ადმინისტრატორის უფლება-მოვალეობები
7.1   რეგისტრატორისთვის დადგენილი მოთხოვნები

7.1.1   იმისთვის, რომ პირს რეგისტრატორის ხელშეკრულების საფუძველზე მიენიჭოს რეგისტრატორის ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
 (i)  უნდა წარმოადგენდეს სათანადოდ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;
 (ii)  უნდა გააჩნდეს ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დომენური სახელების ონლაინ რეგისტრაცია და რეგისტრირებული დომენური სახელების რეესტრის წარმოება. ასეთი ვებ-გვერდის დომენური სახელის მფლობელს უნდა წარმოადგენდეს რეგისტრატორი კომპანია;
 (iii)  რეგისტრატორის ვებ-გვერდი უნდა იძლეოდეს ონლაინ გადახდების განხორციელების საშუალებას, სულ მცირე ვიზა და მასტერ-ქარდ ბარათის მეშვეობით;
 (iv)  უნდა შეეძლოს რეგისტრატორის ხელშეკრულებით და დომენის რეგულაციით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შესრულება. რეგისტრატორის ხელშეკრულება გამოქვეყნებულია ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე;
 (v)  რეგისტრატორს უნდა ჰქონდეს EPP პროტოკოლით მუშაობის საშუალება.
7.1.2   რეგისტრატორობის მსურველი ვალდებულია სარეგისტრაციო განაცხადში მიუთითოს ადმინისტრაციული საკონტაქტო პირი და ასევე ტექნიკური საკონტაქტო პირი. რეგისტრატორის ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის და ტექნიკური საკონტაქტო პირის მიმართ ვრცელდება წინამდებარე რეგულაციის 4.1.1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
7.1.3   დაინტერესებული კანდიდატი ვალდებულია სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად ადმინისტრატორს წარუდგინოს სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის შესახებ რეგისტრატორსა და რეგისტრანტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმა, რომლის პირობები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე დომენის რეგულაციას.
7.1.4   დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა წარადგინოს შევსებული სარეგისტრაციო განაცხადი და გადაიხადოს განაცხადის წარდგენის ერთჯერადი საფასური 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას. ადმინისტრატორი ვალდებულია სარეგისტრაციო განაცხადის მიღებიდან 2 (ორი) თვის ვადაში განიხილოს განაცხადი და აცნობოს დაინტერესებულ კანდიდატს განაცხადის დაკმაყოფილების, უარის თქმის შესახებ ან ხარვეზის დადგენის შესახე. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში რეგისტრატორობის კანდიდატი ვალდებულია აღმოფხვრას ასეთი ხარვეზი შეტყობინების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში.
7.1.5   რეგისტარტორის ვებ-გვერდის და სისტემის უსაფრთხოების მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით ადმინისტრატორი რეკომენდაციას უწევს რეგისტრატორს, ჰქონდეს PEN ტესტის სერთიფიკატი.
7.1.6   რეგისტრატორი უფლებამოსილია ჰყავდეს ქვეკონტრაქტორები, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან რეგისტარტორის სახელითა და ნაცვლად მიიღონ რეგისტრანტებისგან განაცხადები სარეგისტრაციო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით და შეასრულონ რეგისტრატორზე დაკისრებული სხვა მოვალეობები. რეგისტრატორი ადმინისტრატორისა და რეგისტრანტების წინაშე ერთპიროვნულად და სრულად აგებს პასუხს ქვეკონტრაქტორების მიერ განხორციელებულ ყველა და ნებისმიერ ქმედებაზე.
7.2   რეგისტრატორის ხელშეკრულება

7.2.1   სარეგისტრაციო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია გააფორმოს რეგისტრატორის ხელშეკრულება ადმინისტრატორთან. დომენის რეგულაცია წარმოადგენს რეგისტრატორის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
7.2.2   რეგისტრატორი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს რეგისტრატორის ხელშეკრულებით და დომენის რეგულაციით ნაკისრი ვალდებულებები.
7.2.3   ადმინისტრატორი უფლებამოსილია ვადაზე ადრე შეწყვიტოს რეგისტრატორის ხელშეკრულება ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ასევე დომენის რეგულაციის 7.3.3, 7.3.4 და 7.3.5 პუნქტებში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
7.3   რეგისტრატორის მიერ უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება
7.3.1   რეგისტრატორმა არ უნდა შეაფერხოს, გადატვირთოს სახელის სერვერი, დომენური სახელის სარეგისტრაციო პლატფორმა და სისტემა, ან განახორციელოს სხვა ქმედება, რომელიც სახელის სერვერის, დომენური სახელის სარეგისტრაციო პლატფორმის და სისტემის სრულყოფილ და სტაბილურ მუშაობას შეუქმნის საფრთხეს.
7.3.2   აკრძალულია სარეგისტრაციო მომსახურების გაწევისათვის გამოყენებული ვებ-გვერდის, სისტემის ან/და დომენური სახელის სარეგისტრაციო პლატფორმის გამოყენება შემდეგი მიზნებით:
 (i)  რეგისტრანტის შეცდომაში შეყვანის;
 (ii)  ფიშინგის (phishing), რეგისტრანტის საიდენტიფიკაციო მონაცემების არამართლზომიერი გზით მოპოვების; ან
 (iii)  სპამის (spam), მოთხოვნის გარეშე, არასასურველი სარეკლამო მასალის გავრცელების.
7.3.3   იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრატორი მიიჩნევს, რომ რეგისტრატორი არღვევს 7.3.2 ან/და 7.3.1 პუნქტში მითითებულ ვალდებულებას ან ქმნის ასეთი ვალდებულების დარღვევის საფრთხეს, ადმინისტრატორი უფლებამოსილია რეგისტრატორს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნოს გაფრთხილება, მიუთითოს არგუმენტირებული დასაბუთება ვალდებულებების დარღვევის შესახებ და განუსაზღვროს ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად. რეგისტრატორის მიერ დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ადმინისტრატორი უფლებამოსილია შეუჩეროს რეგისტრატორს ხელშეკრულების მოქმედება, ხოლო შეჩერებიდან 1 (ერთი) თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვიტოს რეგისტრატორის ხელშეკრულება.
7.3.4   რეგისტრატორის მიერ ადმინისტრატორის სისტემაზე არასანქცირებული წვდომის მცდელობის შემთხვევაში ადმინისტრატორი უფლებამოსილია წერილობითი ფორმით გააფრთხილოს ასეთი რეგისტრატორი და მოსთხოვოს არასანქცირებული წვდომის მცდელობის აღკვეთა. არასანქცირებული წვდომის განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში ადმინისტარტორი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ცალმხრივად შეწყვიტოს რეგისტრატორთან გაფორმებული ხელშეკრულება.
7.3.5   იმ შემთხვევაში თუ რეგისტრატორის სისტემის მეშვეობით ხორციელდება DoS (Denial of Services) კიბერ-თავდასხმა ადმინისტრატორის სისტემაზე ადმინისტრატორი უფლებამოსილია შეაჩეროს ასეთ რეგისტრატორთან გაფორმებული რეგისტრატორის ხელშეკრულება მანამ, სანამ რეგისტრატორის სისტემის მეშვეობით ადმინისტრატორის სისტემაზე ხორციელდება DoS კიბერ-თავდასხმა. რეგისტრატორის სისტემის მეშვეობით ადმინისტრატორის სისტემაზე DoS კიბერ-თავდასხმის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში ადმინისტრატორი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვიტოს რეგისტრატორთან გაფორმებული ხელშეკრულება.
7.4   ადმინისტრატორის საქმიანობა დომენური სახელის რეგისტრაციის დროს

7.4.1   ადმინისტრატორი უფლებამოსილია ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე WHOIS მომსახურების მეშვეობით გამოაქვეყნოს რეგისტრანტის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაცია რეგისტრანტისა და მის სახელზე რეგისტრირებული დომენური სახელის შესახებ, რომელიც მოიცავს შემდეგს:
7.4.1.1   ფიზიკური პირის შემთხვევაში, თუ პიზიკური პირი რეგისტრანტი სარეგისტრაციო განაცხადში მიუთითებს, რომ არ სურს საკუთარი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნება WHOIS მომსახურების მეშვეობით:
 (i)  რეგისტრატორის სახელი;
 (ii)  დომენური სახელის რეგისტრაციის, რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღები.
 (iii)  სახელის სერვერის სახელი. 7.4.1.2   ფიზიკური პირის შემთხვევაში, თუ პიზიკური პირი რეგისტრანტი სარეგისტრაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს საკუთარი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნება WHOIS მომსახურების მეშვეობით:
 (i) რეგისტრანტის სახელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა);
 (ii)  ადმინისტრაციული და ტექნიკური საკონტაქტო პირის სახელები სრულად და მათი საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართები;
 (iii)  სახელის სერვერის სახელი;
 (iv)  რეგისტრატორის სახელი;
 (v)  დომენური სახელის რეგისტრაციის, რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღები.
7.4.1.3   იურიდიული პირის შეთხვევაში:
 (i)  რეგისტრანტი იურიდიული პირის სახელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა);
 (ii)  ადმინისტრაციული და ტექნიკური საკონტაქტო პირის სახელები სრულად და მათი საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართები;
 (iii)  სახელის სერვერის სახელი;
 (iv)  რეგისტრატორის სახელი;
 (v)  დომენური სახელის რეგისტრაციის, რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღები.
7.4.2   რეგისტრანტს, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რეგისტრანტი იურიდიული პირია, შეუძლია რეგისტრატორის მეშვეობით წარუდგინოს მოთხოვნა ადმინისტრატორს, რომ მან ვებ-გვერდზე დაფაროს და არ გამოაქვეყნოს ასეთი რეგისტრანტის შესახებ 7.4.1.2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია და გამოაქვეყნოს მხოლოდ იმ რეგისტრატორის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც უწევს სარეგისტრაციო მომსახურებას რეგისტრანტს. რეგისტრატორი უფლებამოსილია აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის დააწესოს დამატებითი გადასახადი.
7.4.3   იმ შემთხვევაში თუ რეგისტრატორს ან/და ადმინისტრატორს მიმართავს მესამე პირი, რომელიც მისი შესაძლო დარღვეული უფლებების სამართლებრივი დაცვის მიზნებისთვის მოითხოვს ისეთი ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელიც არ არის გამოქვეყნებული WHOIS მომსახურების მეშვეობით, იმ რეგისტრანტის შესახებ, რომლის დომენური სახელის რეგისტრაციაც შესაძლოა ლახავდეს ასეთი მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ან იმ შემთხვევაში თუ რეგისტრანტის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს იურისდიქციის მქონე უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ან/და დომენურ სახელთან დაკავშირებით ინიცირებული დავის ფარგლებში WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრი რეგისტრატორი ან/და ადმინისტრატორი უფლებამოსილია გაუმჟღავნოს ასეთ მესამე პირს, ორგანოს, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრს რეგისტრანტის შესახებ ინფორმაცია.
7.5   ადმინისტრატორის ვალდებულებები

7.5.1    ადმინისტრატორი ვალდებულია:
 (i)  უზრუნველყოს დომენური სახელების სისტემის ხარისხიანი, უსაფრთხო და მდგრადი ფუნქციონირება;
 (ii)  დააწესოს არადისკრიმინაციული და თანაბარი პირობები რეგისტარტორებისათვის;
 (iii)  ჰქონდეს PEN ტესტის სერტიფიკატი, რომელი სერთიფიკატიც ადასტურებს, რომ ადმინისტრატორის ვებ-აპლიკაციის უსაფრთხოება არის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში;
 (iv)  ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს ყოველწლიური ანგარიში, სადაც მოცემული იქნება:
 1)  სტატისტიკური ინფორმაცია .GE დომენური სახელების გამოყენების შესახებ (რეგისტრანტების ჯამური რაოდენობა რეგისტრატორების მიხედვით და სხვა კატეგორიების მიხედვით, ახალი, განახლებული და გაუქმებული დომენური სახელების სტატისტიკური მონაცემები);
 2)  საჩივრებისა და პრეტენზიების შესახებ ინფორმაცია.

7.6   ადმინისტრატორის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

7.6.1   იმდენად რამდენადაც ადმინისტრატორი ასრულებს ინფორმაციულ ან ტექნიკური ხასიათის ოპერაციებს დომენური სახელის რეგისტრაციის პროცესში, ადმინისტრატორი არ აგებს პასუხს მესამე პირების წინაშე, იმის შესახებ დომენური სახელის რეგისტრაცია ან თვითონ დომენური სახელი რაიმე სახით წარმოადგენს თუ არა, ან მისი განზრახული გამოყენება არღვევს თუ არა მესამე პირთა კანონიერ უფლებებს, მათ შორის იმ უფლებებს, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საკუთრებიდან.

 
პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა
8.1   დომენის რეგულაციის მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც წარდგენილია ადმინისტრატორისთვის ან/და რეგისტრატორისთვის დომენური სახელის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
8.2   ადმინისტრატორი და რეგისტრატორი ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს შემდეგნაირად:
8.2.1   რეგისტრანტის სარეგისტრაციო განაცხადის განსახილველად და მისთვის მომსახურების გასაწევად, რეგისტრანტის თანხმობის საფუძველზე, რომელი თანხმობაც გამოხატულია და დაფიქსირებულია სარეგისტრაციო განაცხადში და რეგისტრატორსა და რეგისტრანტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რეგისტრატორი და ადმინისტრატორი აგროვებენ და ამუშავებენ შემდეგი კატეგორიის ინფორმაციას:
 (i)  რეგისტრანტის, რეგისტრანტის ტექნიკური, ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის და ბილინგ საკონტაქტო პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული სახელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა);
 (ii)  რეგისტრანტის და ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის პირადი ნომერი, ასაკი, სქესი, დაბადების თარიღი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, ქვეყანა, რომელმაც გასცა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში - დაბადების თარიღი და ქვეყანა, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს;
 (iii)  რეგისტრანტის ანგარიშის ნომერი, სარეგისტრაციო საფასურისა და რეგისტრაციის განახლების საფასურის გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
 (iv)  იმ სახელის სერვერების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ემსახურება რეგისტრანტის სახელზე რეგისტრირებულ დომენურ სახელს;
 (v)  ავტომატურ რეჟიმში ლოგ ფაილების სახით შეგროვებული ინფორმაცია, რომელიც, მათ შორის და არამხოლოდ, მოიცავს რეგისტრანტის მიერ დომენური სახელის გამოყენების, სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების, რეგისტრანტის პროფილის მართვის შესახებ ინფორმაციას.
8.2.2   რეგისტრატორი და ადმინისტრატორი უფლებამოსილები არიან შეაგროვონ და დაამუშაონ რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები რეგისტრანტის სახელზე დომენური სახელის რეგისტრაციისა და რეგისტრანტისთვის სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის მიზნით, რაც საჭიროა შემდეგი ქმედებების განსახორციელებლად:
 (i)  დომენური სახელის რეგისტრაციისთვის და სარეგისტრაციო მომსახურების გასაწევად;
 (ii)  WHOIS მომსახურების მეშვეობით რეგისტრანტისა და მის სახელზე რეგისტრირებული დომენური სახელის შესახებ ინფორმაციის ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებლად;
 (iii)   ადმინისტრატორის/რეგისტრატორის კომპეტენციას მიკუთვნებული ოპერაციების შესასრულებლად ან გადაწყვეტილების მისაღებად;
 (iv)  კანონმდებლობის, ინსტრუქციის ან სავალდებულო ძალის მქონე წესების, რომლებიც ვრცელდება ადმინისტრატორზე/რეგისტრატორზე, დასაცავად, ასევე დარღვეული, ან სადავოდ გამხდარი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად სასამართლოსა თუ დავის ალტერნატიული განმხილველი ორგანოს მეშვეობით;
 (v)  რეგისტრანტის, ტექნიკური საკონტაქტო პირის, ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის და ბილინგ საკონტაქტო პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იდენტიფიცირებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დადგენის უზრუნველსაყოფად;
 (vi)  დომენური სახელების რეესტრის ფუნქციონირებისთვის.

8.3   ადმინისტრატორი/რეგისტარტორი უფლებამოსილია გაამჟღავნოს რეგისტრანტის პერსონალური ინფორმაცია შემდეგ შემთხვევებში:
 (i)  7.4.1 პუნქტის შესაბამისად გამოაქვეყნოს დომენური სახელის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდზე;
 (ii)  7.4.3 პუნქტის შესაბამისად რეგისტრანტის შესახებ ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს, შესაბამისი იურისდიქციის მქონე უფლებამოსილ ორგანოს, მათ შორის, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრს, სასამართლოს, ალტერნატიული დავის განმხილველ ორგანოს, რომელიც მითითებულია რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

8.4   რეგისტრატორი და ადმინისტრატორი უფლებამოსილნი არიან დაამუშაონ და შეინახონ რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის და ასევე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან/შეწყვეტიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში, ასეთი ვადის გასვლის შემდეგ რეგისტრატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია წაშალოს რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები.
8.5   რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის/შეწყვეტის შემდეგ რეგისტრანტი უფლებამოსილია მოსთხოვოს რეგისტრატორს/ადმინისტრატორს საკუთარი პერსონალური მონაცემების წაშლა, რა შემთხვევაშიც რეგისტრატორს/ადმინისტრატორი ვალდებულია წაშალოს ასეთი რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8.6   რეგისტრანტს, ადმინისტრაციულ საკონტაქტო პირს, ტექნიკურ საკონტაქტო პირს ბილინგ საკონტაქტო პირს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლება აქვთ ადმინისტრატორისგან და რეგისტრატორისგან, რომლის მეშვეობითაც რეგისტრანტმა გააკეთა სარეგისტრაციო განაცხადი დომენური სახელის დასარეგისტრირებლად ან რეგისტრატორის შესაცვლელად, ნებისმიერ დროს მოითხოვონ ინფორმაცია ადმინისტრატორის და რეგისტარტორის მიერ დამუშავებული თავისი პერსონალურ მონაცემების შესახებ.


 
დომენის რეგულაციაში ცვლილებების შეტანა
9.1   ადმინისტრატორი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს რეგისტრატორისთვის დადგენილი სარეგისტრაციო მომსახურების საფასური ცვლილებების ძალაში შესვლამდე სულ მცირე 2 (ორი) თვით ადრე რეგისტრატორებისთვის შეტყობინების გაგზავნის და ცვლილებების ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით.
9.2   ადმინისტრატორი უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დომენის რეგულაციაში, ცვლილებების ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით. რეგისტრატორმა უნდა შეატყობინოს რეგისტრანტს დომენის რეგულაციაში ცვლილებების შესვლის შესახებ სულ მცირე ასეთი ცვლილებების ძალაში შესვლამდე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე. ცვლილებები ყველა რეგისტრანტისთვის ძალაში შედის ცვლილებების ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
9.3   თუ 9.2 პუნქტში აღნიშნული ცვლილებები მიუღებელია რეგისტრანტისთვის, რეგისტრანტი უფლებამოსილია არ განაახლოს დომენური სახელის რეგისტრაცია, ან გააუქმოს დომენური სახელის რეგისტრაცია წინამდებარე რეგულაციის 5.4.7 პუნქტში მოცემული პირობით.
9.4   იმ შემთხვევაში თუ რეგისტრანტი არ ისარგებლებს წინამდებარე 9.3 პუნქტში მოცემული უფლებით, უნდა ჩაითვალოს, რომ ის დაეთანხმა დომენის რეგულაციაში შეტანილ ცვლილებებს.
9.5   დომენის რეგულაციაში ცვლილებას, რომელიც აუარესებს რეგისტრატორების ან/და რეგისტრანტების მდგომარეობას, ადმინისტრატორი შეიტანს დაინტერესებულ პირებთან (stakeholders) კონსულტაციის შემდეგ.
9.6   ადმინისტრატორი დომენის რეგულაციაში იმ ცვლილებებს, რომლებიც არსებითად აუარესებს ამ რეგულაციის ან/და რეგისტრატორსა და ადმინისტრატორს შორის გაფორმებული რეგისტრატორის ხელშეკრულების ტარიფებისა და ანგარიშსწორების პირობებს, შეიტანს მხოლოდ ცვლილებების ინიცირების თარიღისთვის არსებული რეგისტრატორების 51% -ის (ორმოცდათერთმეტი პროცენტი) თანხმობის შემთხვევაში. ასეთი ცვლილებები თითოეული რეგისტრატორისთვის ძალაში შევა შემდეგი ორი თარიღიდან, რომელიც უფრო ადრე დადგება: ა) ცვლილების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ან ბ) რეგისტრატორსა და ადმინისტრატორს შორის გაფორმებული რეგისტრატორის ხელშეკრულების ვადის გასვლის თარიღიდან.
9.7   წინამდებარე მუხლის 9.6 პუნქტში მოცემული წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც ადმინისტრატორის მიერ ამ რეგულაციისა ან/და რეგისტრატორსა და ადმინისტრატორს შორის გაფორმებული რეგისტრატორის ხელშეკრულების ტარიფებისა და ანგარიშსწორების პირობების ცვლილება გამოწვეულია ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის ინფლაციით, რომლის დონეც საქართველოს სტატისტიკის მწარმოებელი ოფიციალური ორგანოს მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლით აღემატება 20%-ს (ოცი პროცენტი). ასეთ შემთხვევაში ადმინისტრატორი უფლებამოსილია ცალმხრივად, არსებული ინფლაციის პროპორციულად შეცვალოს ტარიფებისა და ანგარიშსწორების შესაბამისი პირობები რეგისტრატორისთვის ცვლილების ძალაში შესვლამდე სულ მცირე 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე შეტყობინების გაგზავნით. ტარიფებისა და ანგარიშსწორების პირობების წინამდებარე პუნქტში მოცემული წინაპირობით ცვლილების შემთხვევაში, რეგისტრატორი უფლებამოსილია იმავე პროპორციით გაზარდოს 2018 წლის 16 აპრილამდე რეგისტრირებული დომენური სახელების რეგისტრაციის განახლების საფასური.


 
ზიანის ანაზღაურება
10.1   ადმინისტრატორი, რეგისტრატორი და რეგისტრანტი, დომენის რეგულაციით რეგულირებული ურთიერთობების ფარგლებში, არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი მიუღებელი შემოსავლის ან სხვა არაპირდაპირი სახის ზიანზე ერთმანეთის მიმართ.

დავების მოგვარება
11.1   იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირდება დომენური სახელი, რეგისტრანტი თანხმობას აცხადებს დავების მოგვარების პოლიტიკაზე, მათ შორის, „წესებზე“ და WIPO-ს „დამატებით წესებზე“ (როგორც ეს განმარტებულია დავების მოგვარების პოლიტიკაში), რომლებიც წარმოადგენს ამ დომენის რეგულაციის განუყოფელ ნაწილს. ძალაში მყოფი დავების მოგვარების პოლიტიკა ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://nic.ge/Service/Rules
11.2   რეგისტრანტი თანხმობას აცხადებს, რომ 11.1 პუნქტის შესაბამისად დავები განიხილოს WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრმა. დავის განხილვის ენა უნდა იყოს ინგლისური.
11.3   ადმინისტრატორს, რეგისტრატორსა და რეგისტრანტს შორის ურთიერთობებზე და დომენის რეგულაციაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.
11.4   დომენური სახელის რეგისტრაციასთან დაკავშირებით რეგისტრანტსა და რეგისტრატორს ასევე რეგისტრატორსა და ადმინისტრატორს შორის დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11.5   რეგისტრატორი უფლებამოსილია რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით განსაზღვროს რეგისტრანტს და რეგისტრატორს შორის წარმოშობილი დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმი. რეგისტრატორი არ არის უფლებამოსილი რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით განსაზღვროს WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის გარდა სხვა კომპეტენტური ორგანო მესამე პირებსა და რეგისტრანტს შორის დომენურ სახელთან დაკავშირებული ისეთი დავის განსახილველად, რომელიც წარმოიშობა დავების მოგვარების პოლიტიკის შესაბამისად.

დასკვნითი დებულებები
12.1   რეგისტრანტმა და რეგისტრანტის წარმომადგენელმა, მათ შორის, ადმინისტრაციულმა საკონტაქტო პირმა მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყონ ადმინისტრატორისთვის და რეგისტრატორისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტების წარდგენა პირადობის ნამდვილობის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გასაკონტროლებლად და უნდა მისცენ უფლება ასლების გაკეთების. ადმინისტრატორი და რეგისტრატორი უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ რეგისტრანტის წარდგენილი პირადობის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლები.
12.2   ადმინისტრატორი უფლებამოსილია მოითხოვოს უცხო ქვეყანაში გამოცემული დოკუმენტების ლეგალიზება, ან ლეგალიზაციის შემცვლელი სერთიფიკატის დართვა (აპოსტილი), თუ საქართველოს კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
12.3   უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში ადმინისტრატორი უფლებამოსილია მოითხოვოს დოკუმენტის ქართულ და ინგლისურ ენებზე თარგმნა. თარგმანი შესრულებული უნდა იყოს სერთიფიცირებული თარჯიმნის მიერ ან თარჯიმნის ხელმოწერა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული.
12.4   ადმინისტრატორი უფლებამოსილია ივარაუდოს რეგისტრანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ავთენტურობა, კანონიერება და ნამდვილობა. ადმინისტრატორი უფლებამოსილია გააკეთოს წარდგენილი დოკუმენტების ასლები და შეინახოს შეტყობინებები, განცხადებები და საჩივრები, რომლებიც წარდგენილია ელექტრონულად და გამოიყენოს აღნიშნული დოკუმენტები მტკიცებულების მიზნებისთვის.
12.5   არც ადმინისტრატორმა და არც რეგისტრატორმა არ უნდა მიიღოს დოკუმენტი ან განაცხადი, რომელიც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობაზე მიუთითებს და მასში რეგისტრანტის სურვილი საეჭვოა, ან დოკუმენტი, რომლის ავთენტურობა ეჭვს იწვევს. ადმინისტრატორის ან რეგისტრატორის მოთხოვნის შემთხვევაში, რეგისტრანტი ან რეგისტრანტის წარმომადგენელი ვალდებულია გამოცხადდეს ადმინისტრატორის წინაშე ან რეგისტრატორის იურიდიულ მისამართზე განმარტების მიზნებისთვის და წარადგინოს ახსნა-განმარტებები და დოკუმენტები.
12.6   რეგისტრანტი ვალდებულია აცნობოს თავის რეგისტრატორს, თუ მის მიერ წარდგენილი უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტი, მათ შორის, ნოტარიულად დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდება ან გამოცხადდება ძალადაკარგულად.
12.7   წინამდებარე დომენის რეგულაცია შედგენილია ინგლისურ და ქართულ ენაზე, ორივე ენაზე შედგენილ დოკუმენტს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.


კომუნიკაცია
13.1    მხარეთა მიერ წესებისა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ან ამავე წესებით ან მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და ინტერესების რეალიზების ან დაცვისათვის, მათ შორის, წესებისა და პირობებით დარეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით, მომხმარებელსა და Namespace -ის შორის კომუნიკაცია, ძირითადად ხორციელდება ელექტრონულად, მომხმარებლის მიერ Namespace-ის პლატფორმაზე დაფიქსირებული ან/და Namespace-ის თვის მიწოდებული ელექტრონული ფოსტისა მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული წერილებისა ან/და მოკლედ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის გზით, თუმცა, Namespace უფლებამოსილია გამოიყენოს მომხმარებლის შესაბამის მობილური ტელეფონის ნომერზე ზეპირი სატელეფონო კავშირი, მომხმარებლისათვის Namespace-ის პლატფორმაზე “push” შეტყობინებები მიწოდება, მომხმარებლის სოციალური ქსელების „ჩათში“ მიმოწერა და სხვა საკომუნიკაციო არხები, რომელიც მითითებულია ან/და რომლის გამოყენებასაც ეთანხმება მომხმარებელი.
13.2    მომხმარებელსა და Namespace-ის შორის კომუნიკაცია ხორციელდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მართლზომიერი მიზნებისა და საფუძვლების გათვალისწინებით.


 გაეცანით .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებულ წესებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას:

(I) .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესები

(II) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამატებითი წესები .GE დომენურ სახელებთან დაკავშირებულ დავების მოგვარების პოლიტიკაზე

(III) .GE დომენურ სახელებთან დაკავშირებული დავების მოგვარების წესები

(IV) .GE დომენურ სახელებთან დაკავშირებული დავების მოგვარების პოლიტიკა

(V) პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ხელშეკრულებები:

(I) Namespace.ge დომენური სახელის ხელშეკრულება

(II) ჰოსტინგის და დომენის დამატებითი სერვისების წესები და პირობები

დამალვა დომენის ძებნა