სერვისი - მაინც მინდა
თუ თქვენს მიერ შერჩეული დომენი დაკავებულია და მაინც გსურთ ამ დომენის მიღება, გთავაზობთ ორ სერვისს:

ჩასაფრება
სერვისით სარგებლობის შემთხვევაში Namespace.ge განახორციელებს პერიოდულ მონიტორინგს დომენზე და გამოაგზავნის დომენის სტატუსის ნებისმიერი ცვლილების ანგარიშს კვირაში ერთხელ (ყოველ პარასკევს) ელ. ფოსტაზე. ანგარიშში გათვალისწინებული იქნება ინფორმაცია დომენზე ყველა ტიპის ცვლილების შესახებ და ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ დააკვირდეთ და შეისწავლოთ დომენის ქცევა.
დომენის გათავისუფლების შემთხვევაში მიიღებთ SMS შეტყობინებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ "ჩაუსაფრდი" არის სინფორმაციო ხასიათის სერვისი:
- დომენის შესახებ მიღებთ მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
- დომენის გათავისუფლების შემთხვევაში არ ხდება წინასწარ დარეზერვება/დაკავება, თანახმად .ge ზონის წესებისა და პირობებისა.
- დომენის გათავისუფლების კონკრეტული დროის წინასწარ დადგენა შეუძლებელია, ამიტომ სტატუსი მოწმდება ყოველ საათში ერთხელ. თუ შემოწმებებს შორის მოხდა დომენის გათავისუფლება და მესამე პირის მიერ მყისიერი შეძენა, შესაბამისი შეტყობინება არ გამოიგზავნება SMS სახით. ხოლო, ინფორმაცია აქტივობის შესახებ აისახება კვირის ანგარიშში.
- სერვისის გაუქმება ხდება წერილობითი მომართვის საფუძველზე და თანხა უკან არ ბრუნდება.
მომსახურების ღირებულება: 8 ლარი წელიწადში.

დაიქირავე აგენტი
თუ დაინტერესებული ხართ დომენის შეძენით მისი არსებული მფლობელისგან, შეგიძლიათ, ისარგებლოთ სერვისით “დაიქირავე აგენტი”. ჩვენი წარმომადგენელი დაუკავშირდება მფლობელს და გამართავს მოლაპარაკებას დომენის გაყიდვასთან დაკავშირებით.
“დაიქირავე აგენტით’ სარგებლობისას გაითვალისწინეთ:
- მომსახურება გულისხმობს მოლაპარაკების წარმოებას დომენის გაყიდვის შესახებ და მომსახურების ღირებულება არ ბრუნდება მიუხედად შედეგისა. მომსახურების გაწევა ხდება მოლაპარაკების დადებითი ან უარყოფითი შედეგის დადგომამდე;
- დომენის მფლობელთან, სერვისის შეძენიდან 1 თვის განმავლობაში, ხორციელდება კომუნიკაციის დამყარების 3 მცდელობა (წერილობითი ან სატელეფონო), რის შემდეგაც გეცნობებათ შედეგები.
მომსახურების ღირებულება: 150 ლარი ერთჯერადად.