რა არის DNS?

DNS მართვის სისტემა საშუალებას გაძლევთ მართოთ თქვენი დომენური სახელის ვებგვერდის და მეილის პარამეტრები. როდესაც ვიზიტორი საძიებო სისტემაში აკრეფს თქვენს დომენს, სწორედ DNS პარამეტრები განსაზღვრავ თუ რომელი კომპანიის სერვერს მიაკითხოს თქვენმა დომენმა. ის შედგება რამოდენიმე ელემენტისგან, რომელის მართავს თქვენი დომენის სხვადასხვა ასპექტს. ამიტომ გთავაზობთ თითოეული მათგანის მოკლე აღწერას (საჭიროების შემთხვევაში ჩვენი წარმომადგენელი გაგიწევთ დახმარებას):

 

DNS-ის ჩანაწერები აღწერა
Nameserver Nameserver-ი ამისამართებს თქვენს დომენს იმ კომპანიასთან რომელიც მართავს თქვენს DNS პარამეტრებს. როგორც წესი ეს არის ის კომპანია სადაც გაქვთ რეგისტრირებული დომენი.
Zone ფაილი Zone ფაილებში ინახება თქვენი დომენის პარამეტრები. დომენის Zone ფაილები კი ინახება კომპანიის nameserver-ზე.
A ჩანაწერი

A ჩანაწერი თქვენს დომენს ამისამართებს ინდივიდუალურ სერვერზე IP მისამართის საშუალებით. მაგალითად IP მისამართია 217.147.225.26

ყველა დომენს აქვს ძირითადი (პირველადი) A ჩანაწერი - “@”, რომელიც მართავს დომენის ქმედებას როდესაც ვიზიტორი აკრეფს მას საძიებო სისტემაში.

A ჩანაწერი ასევე გამოიყენება ქვედომენების (მაგ.: subdomain.namespace.ge)გადამისამართებისთვის სერვერის IP მისამართზე.

CNAME CNAME თქვენს ქვედომენს სერვერის სახელის გამოყენებით ამისამართებს სხვა სერვერზე, მაგალითად server1.namespace.ge

დომენს შეიძლება ჰქონდეს მრავალი CNAME. A ჩანაწერისგან განსხვავებით CNAME არ იყენებს IP მისამართებს.
MX ჩანაწერი MX ჩანაწერი ამისამართებს თქვენს დომენს მეილ სერვისის (მაგ.: info@domain.ge და ა.შ.) მომწოდებელ კომპანიასთან.

DNS სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ namespace.ge-ზე რეგისტირებული დომენის მფლობელებისთვის.

დამალვა დომენის ძებნა